|
2017-08-13 13:44:05, 835 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე თაფლის ფესტივალს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად თაფლის ფესტივალს დაესწრო, რომელიც ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გაიმართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც აკაციის, წაბლის, მინდვრის ყვავილების თაფლი და თაფლისაგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. მათივე ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმარს ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ამსახველი სცენების და ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება და შეძენის საშუალება ჰქონდა. ბათუმის ბულვარში მოსეირნე ვიზიტორები კი საკუთარი ხელით ძველებურ ხის დანადგარზე ტრადიციული წესით თამბაქოს ფოთლებისაგან თუთუნის დამზადების პროცესში ჩაერთვნენ და მთაში შემორჩენილი წესით ხის დაზგაზე ტრადიციული ფარდაგების ქსოვის პროცესს დაესწრნენ. საგანგებო გასართობი კუთხე იყო მოწყობილი ბავშვებისთვის, სადაც მეფუტკრეობისა და თაფლის თემაზე ნახატები შექმნეს. თაფლის ფესტივალზე ქედის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ელესამ" ტრადიციული ქართული სიმღერები შეასრულა. თაფლის ფესტივალში მონაწილე მეფუტკრეთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ხელს უწყობს თაფლის წარმოების ზრდის პროცესს. ღონისძიება მიზნად ისახავს აჭარის როგორც მეფუტკრეობის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის წარმოჩენასა და ადგილობრივი უნიკალური თაფლისა და თაფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ცნობილია, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გასატან პროდუქტებს შორის მოიაზრება. თაფლის ფესტივალი პირველად 2015 წელს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის,, მიერ იმპლემენტირებული კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)