|
2017-08-11 09:19:31, 2121 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს იწურება
საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის სისტემის მეშვეობით, აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ, რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შეეძლებათ, დაამატონ, წაშალონ, ან შეცვალონ ფაკულტეტები. აბიტურიენტებმა ცვლილებები ელექტრონულად (online.naec.ge ან http://www.naec.gov.ge) უნდა შეიტანონ. ყველა ცვლილება მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუდასტურდეთ. თუ აბიტურიენტი ასეთ დადასტურებას ვერ მიიღებს, სავარაუდოდ, ეს პროცესი დასრულებული არ აქვს (მაგ.; არ დააჭირა შენახვის ღილაკს). ელექტრონულ განაცხადში მისათითებელი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. დღეს 18:00 საათზე აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)