|
2017-08-10 14:48:18, 2452 ნახვა
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ზედა ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტთან 500-ზე მეტი ავტომობილია გაჩერებული. როგორც მედია წერს, ლოდინის დრო 6 საათს აჭარბებს. ამასთან, შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს სიცხე, რის გამოც ათობით ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მედიის ცნობით, "ზედა ლარსზე" მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღეში 500-ზე მეტ ავტომობილს ატარებს, თუმცა სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა დიდი ნაკადის ფონზე, საბაჟოზე საცობი უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მობილიზებული არიან მედიკოსები და მაშველები. გარდა ამისა, გაძლიერებულია საპატრულო პოლიციის მუშაობა, იმისათვის, რომ მგზავრებმა რაიმე სახის ექსცესები თავიდან აიცილონ. ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შს და ჯანდაცვის სამინისტროებს დაავალა, ზემო ლარსზე რიგში მდგომი ადამიანები საჭირო სერვისებით უზრუნველყონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)