|
2017-08-10 11:59:43, 2097 ნახვა
საზოგადოება
„ტავ ჯორჯია“: ამ ეტაპზე ავიაკომპანიები რეისებს შეფერხების და დაგვიანების გარეშე ასრულებენ
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების დაგვიანებით შესრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემა აღმოფხვრილია და ამ ეტაპზე რეისებს ყველა ავიაკომპანია შეფერხების გარეშე ასრულებს. „10 აგვისტოს, ღამის 02:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო საკომუნიკაციო ქსელის შემომავალ არხში სისტემური პრობლემა დაფიქსირდა, რის გამოც მგზავრთა სარეგისტრაციო სისტემის მომსახურება შეზღუდულად მიეწოდებოდა ავიაკომპანიების ნაწილს. აღნიშნული პრობლემის შედეგად 02:00-დან 09:00 საათამდე დაგეგმილი 22 რეისიდან 7 დაგვიანებით შესრულდა. რეისის დაგვიანების მაქსიმალური დრო 1საათი და 20 წუთი იყო. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ტავ ჯორჯიას IT სამსახური დაუკავშირდა კანადაში, მონრეალში გლობალური საავიაციო საკომუნიკაციო სისტემის SITA-ს სათაო ოფისს. ამ ეტაპზე ყველა ავიაკომპანია რეისებს შეფერხების-დაგვიანების გარეშე ასრულებს“ , - ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)