|
2017-08-09 15:09:34, 2308 ნახვა
საზოგადოება
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გრძელდება
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობების გაცნობის შემდეგ, კამპანიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლეს. ქუთაისში საინფორმაციო კამპანიას წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ბროშურები გადასცა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო. რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონის მოსახლეობას უკვე შეხვდნენ. შემდეგ კი, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)