13:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 12:56:25, 2348 ნახვა

პოლიტიკა
ლიტვის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ მსოფლიო შეძრა, - ასე აფასებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომს.

როგორც ლიტვის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "სანამ ომის გამო ასობით ადამიანი იღუპებოდა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები წაართვა".

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ლიტვა თანადგომას უცხადებს საქართველოს და მხარს უჭერს ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ოკუპირებულ რეგიონში.

"ომის დასრულებიდან 9 წლის შემდეგ, რუსეთს არ შეუსრულებია ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთი განაგრძობს ამ რეგიონების მცოცავ ანექსიას, მავთულხლართების აღმართვას და ე.წ. საზღვრით გამოყოფას. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ხელმოწერილია ე.წ. ხელშეკრულებები მათი შემდგომი სამხედრო ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის კუთხით; სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოს ამ რეგიონებში და შეუძლებელია საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა და პატივი სცეს მის ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics