15:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 12:37:59, 670 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა

ასოციაციამ „ერთმანეთისთვის" ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარადგინა.

პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევის ფარგლებში ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში გამოიკითხა 547 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. კვლევის მიზანია სათემო სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი პროგრამების ინიცირებასა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერაა.

„კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სათემო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის, ინკლუზიური განათლების წვდომის გაფართოების, სათემო კავშირების გაძლიერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით" - აღნიშნა პრეზენტაციის შეჯამებისას ასოციაცია „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ.

მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების ირგვლივ კვლევებით წარსდგენენ ასევე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი გელეიშვილი და ორგანიზაციის „ხელი ხელს" დამფუძნებელი და შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე მაია შიშნიაშვილი. მათ აჭარის რეგიონში სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

პროექტის პარტნიორია „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი", რომელიც აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისის განვითარებაზე, კერძოდ, ცენტრის ინიციატივით ხორციელდება აქტიური (ასერტიული) სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მოდელის განვითარება საქართველოში.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics