|
2017-08-08 18:30:43, 2176 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროს ზაზა გრიგოლიასთან და უწყების წარმომადგენლებთან ერთად აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი შინდისში მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმაც მიიღეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. „შინდისი ის ადგილია, სადაც 9 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრი იყო. ამ ბიჭებმა სამშობლოს სიყვარულისა და გმირობის უპრეცენდენტო მაგალითი აჩვენეს. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ და მათ ოჯახებს მადლობას ვეუბნებით ასეთი გმირების აღზრდისთვის“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პირობით მსჯავრდებულებმა მარნეულსა და ბათუმშიც მიაგეს პატივი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)