|
2017-08-08 18:29:58, 2109 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ვარდიაშვილმა, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, გურამ ტომარაძესთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილმა და გურამ ტომარაძემ მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გახსნის ცერემონიის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაცვლილ პოლიციელთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, 20 წლის ზვიად ჩიჩუა. იგი ფოთის პორტის დაბომბვისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)