22:02 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 11:23:04, 2551 ნახვა

სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ინდოეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოგეშვარ სანგვანს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, არალეგალური მიგრაციისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

შალვა ხუციშვილმა და იოგეშვარ სანგვანმა ხაზგასმით აღნიშნეს „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობა, რომლის პროექტიც ინდოეთის მთავრობას განსახილველად მიმდინარე წლის აპრილში გადაეგზავნა. მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმების პროექტის ტექსტზე შეჯერდებიან, დაიგეგმება საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა და შეთანხმების ხელმოწერა.

მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ინდოეთის მოქალაქეთა სტატისტიკური მონაცემები განიხილეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს არაერთ პარტნიორ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ბერკეტია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics