|
2017-07-28 15:17:36, 2396 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციის სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2017 წლის 6 თვის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 14 221 ქაღალდის და 30 ეტრატის ფურცელს, 770 ფოტოპოზიტივს, 14 რუკას, 35 ტექნიკურ ნახაზს, 5 აფიშას, 68 გაზეთს და სხვა საარქივო მასალას. რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მე-18-მე-19 საუკუნეების 200-მდე საბუთი, მათ შორის: მეფების სიგელები, წყალობის, ნასყიდობის წიგნები, განაჩენები, სხვა ისტორიული საბუთები. გარდა ამისა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტებს. უახლესი ისტორიის არქივის რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის" კლავირი; ა.შანიძის მიერ შედგენილი ქართული ენის გრამატიკის პროგრამები, სახელმძღვანელო გეგმები, ჩანაწერები ექსპედიციის შედეგების გამოცემისათვის და სხვა. რესტავრირებულ ფოტოდოკუმენტებს შორის აღსანიშნავია ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის (1922-24 წწ.) ფოტოალბომი; საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის (1951 წლის 27 მაისი) ფოტოალბომი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა, რაც შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო მაღალი დონის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას და რესტავრატორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
(NS)
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)