|
2017-07-27 18:09:11, 2080 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან 80%-მა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა
რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. რიგით მე-7 სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე საგამოცდო სესიის შედეგების ანალიზი იყო წარმოდგენილი. მონაცემების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა 56%-მა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი, 80%-მა. დავით სერგეენკოს განცხადებით, ცვლილება ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. „დიპლომისშემდგომი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები იმ განსხვავებების დაბალანსებას ემსახურება, რომელიც საქართველოში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში დიპლომისშემდგომი განათლების მიმართულებით იყო. ჩვენ არ გვაქვს საწინააღმდეგო ბელარუსის ან უკრაინის დიპლომისშემდგომი განათლების კურიკულუმებთან, მაგრამ ამავე დროს, ვალდებულები ვართ, ჩვენი პაციენტები უზრუნველვყოთ ხარისხიანი და მაღალი კლასის ჯანდაცვით. იმ ცვლილებებში, რაც შევიდა, გათვალისწინებული იქნა გარდამავალი ეტაპის შეღავათები დიპლომისშემდგომი განათლების მაძიებლებისთვის“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა. 2014 წლიდან, საქართველოში დიპლომისშემდგომი მზადება ახალი, შინაარსობრივად და ხანგრძლივობით (3-6 წელი) ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით მიმდინარეობს. იქამდე, ძალაში დსთ-ის ქვეყნებში დასრულებული ორწლიანი დიპლომისშემდგომი მზადების - კლინიკური ორდინატურის ფორმატის აღიარება რჩებოდა, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე უპირობო დაშვების საფუძველს წარმოადგენდა და არ ითვალისწინებდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას. აღნიშნული ფორმატის აღიარება, არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ რეზიდენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარმატებით ჩააბარონ დიპლომისშემდგომი გამოცდა, არჩეული სპეციალობით კვოტაში მოსახვედრად მიიღონ მაღალი შეფასება და საკონკურსო ეტაპის გადალახვის შემდეგ, გაიარონ 1-3 წლით უფრო ხანგრძლივი პროგრამები; ამასთან, პრაქტიკულად არ არსებობდა კლინიკური ორდინატორების მზადების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა. დარგობრივ ასოციაციებთან, ექსპერტებთან და სარეზიდენტო პროგრამების ავტორებთან ერთად განისაზღვრა რეზიდენტურისა და კლინიკური ორდინატურის შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ორდინატურადამთავრებულებისთვის ითვალისწინებს შეღავათიან პირობებს. დიპლომისშემდგომი გამოცდის ჩაბარების პირობად რჩება საგამოცდო ბარიერის გადალახვა (151 ქულა 200-დან). ასევე, გადამზადების კურსის ხანგრძლივობა, სპეციალობათა უმეტეს ნაწილში, არ ითვალისწინებს სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობის სრულად შევსებას; ამასთან, იგეგმება ინსტიტუციური რესურსის გამონახვა, არსებული კვოტების ფარგლებს გარეთ, მათი გადამზადებისათვის. რიგით მეშვიდე პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე სულ 16 საკითხი განიხილეს.
(NS)
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)