00:36 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 14:35:55, 372 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს  პირისპირ შეხვდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით,  ღარიბაშვილისა და ლუკაშენკოს შეხვედრის მთავრი თემა საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები იყო.
 პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართა, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის მნიშვნელობა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics