07:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 16:51:04, 2163 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზაში“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა

15 ივლისიდან „საქართველოს რკინიგზაში“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ამოქმედდა.

საქართველოს რკინიგზა პირველი კომპანიაა  რეგიონში, რომელმაც მსგავსი სისტემა დანერგა. ეს სიახლე ადგილობრივ გადამზიდავებს სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში წარმოების შესაძლებლობას აძლევს.

რკინიგზის კლიენტები ე.წ. ,,ერთი ფანჯრის პრინციპით,“  ნებისმიერი ადგილიდან განაცხადის გაკეთებას და ყველა საჭირო საბუთის ელექტრონულ ფორმატში წარმოებას შეძლებენ. ასევე, გადამზიდავებს ოფისიდან გაუსვლელად, გადაზიდვის დოკუმენტის გადმოგზავნა და ხელმოწერის შესაძლებლობა ეძლევათ. გადაზიდვაზე თანხმობას შესაბამისი სადგურიც   ელექტრონულად ადასტურებს.

სატვირთო გადაზიდვების დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში წარმოების სისტემა პროცესის გამჭვირვალეობის, ონლაინ რეჟიმში კლიენტის ინფორმირებულობის, საიმედოობისა და საჭიროების შემთხვევაში, მათზე წვდომის მოქნილობის შესაძლებლობას იძლევა.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის შექმნაზე საქართველოს რკინიგზის  სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური დეპარტამენტები და საქართველოს რკინიგზის ფილიალი  WBS  (World Business Solutions) 8 თვის  განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ.

ახალი სერვისის დანერგვას ტვირთმფლობელები, ექსპედიტორები და სატვირთო გადაზიდვის პროცესებთან დაკავშირებული პირები დადებითად აფასებენ.

საქართველოს რკინიგზა სისტემატურად მუშაობს სერვისების განვითარების საკითხებზე და მის კლიენტებს კიდევ ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics