|
2015-04-23 13:34:13, 362 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო: ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის, ურთულეს სიტუაციებშიც კი
საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს მთელს კავკასიაში პოტენციურ, პერსპექტიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პატრნიორს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საქართველო ჩვენთვის წარმოადგენს მთელს კავკასიაში პოტენციურ, პერსპექტიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პატრნიორს. 2014 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ საკმაოდ დაბალი რაოდენობა - 65 მილიონი დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს. ამიტომ, ამ მოლაპარაკებების დროს ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის. თქვენ იცით, რომ ჩატარდა ძალიან ფართომასშტაბიანი ბიზნესფორუმი. ჩვენს დელეგაციაში იყო 50 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი ბელარუსიდან. როგორც ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერმა მაცნობა, ამ ბიზნესფორუმის საფუძველზე ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე გაზრდას ვხედავთ", - განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დსთ დატოვა, ბელარუსსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ისევ არსებობს. "ჩვენ არასოდეს გვიღალატია თქვენთვის, ურთულეს სიტუაციებშიც კი. მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ბელარუსის ურთიერთობა საბაჟო კავშირთან. გონიერი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან თანამშრომლობის ფორმას ურთულეს პერიოდშიც. მაქსიმალურად უნდა დავარეგულიროთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები", - აღნიშნა ლუკაშენკომ. გარდა ამისა, როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, თბილისში გამართულ შეხვედრებზე ერთობლივი საწარმოების შექმნაზე მოხდა შეთანხმება. "გადაწყდა ერთობლივი საწარმოების შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოს ან ბელარუსის ტერიტორიაზე და ვაწარმოოთ საჭირო პროდუქცია, შემდეგ გავყიდოთ მთელ მსოფლიოში. ეს რთული მისაღწევია, მაგრამ რეალური", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)