|
2017-07-21 16:55:49, 2233 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები კომპანია „არემჯი გოლდის“ პრეზენტაციას არ ენდობიან
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები კომპანია „არემჯი გოლდის“ პრეზენტაციას არ ენდობიან და მათი მთავარი შეკითხვაა: „რა გაკეთდა ბოლნისში გარემოს დასაცავად?“. ამის შესახებ საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლემა ნინო ბურჭულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარემოს დასაცავად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. „პრეზერნტაცია, რომელიც წარმოადგინეს იყო ძალიან ბუნდოვანი. მეტიც, ამ პრეზენტაციის შემდეგ საყდრისის კომიტეტს კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა. მთავრი შეკითხვაა? რა გაკეთდა გარემოს დასაცავად? საქმე ის არის, რომ არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას. გარდა ამისა, თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა, კონკრეტულ ნაბიჯებზე თავი აერიდებინა. აგრეთვე ძალიან საეჭვოა „არემჯი გოლდში“ დასაქმებულ პირებთა სახელი და გვარები. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ჩვენ აღარ გვაქვს შეკითხვები თავად კომპანიასთან, არამედ მივმართავთ, თავად გარემოს დაცვის სამინისტროს. რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ზედმეტად მაამებლურ პოლიტიკას ეწევა „არემჯი გოლდთან“ მიმართებაში“, - აცხადებს ბურჭულაძე.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)