04:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 13:41:40, 2464 ნახვა

საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე 23 ივლისს აქცია „არა რუსულ ფაშიზმს“ გაიმართება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მორიგი აქცია გაიმართება.

აქციას „არა რუსულ ფაშიზმს“ 23 ივლისს, პარტია „ევროპული საქართველო“ გამართავს.

როგორც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია აცხადებს, აქციის მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ საქართველო სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა არ არის.

„აქციის მთელი არსი არის არა იმ პატარა მარგინალურ ჯგუფთან ჯიბრი, არამედ ჩვენება ყველასთვის, რომ საქართველო არ არის სიძულვილის და ძალადობის ქვეყანა. ჩვენება ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში ასეთი ძალადობრივი გზით ადამიანების ურთიერთობას“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის მონაწილეები აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე შეიკრიბებიან. მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics