|
2017-07-20 15:24:15, 2555 ნახვა
სამართალი
მუხთარლის ადვოკატი შსს-ს და სუს-ის მაღალჩინოსნების გათავისუფლებას, დაგვიანებულად მიიჩნევს
„ძალიან დაგვიანებული ნაბიჯია და ეს პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო“,-ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებას. ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოძიებაზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. „ეს არის ძალიან დაგვიანებული ნაბიჯი და ეს პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება გამოძიებაზე ზემოქმედებას აღნიშნული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ ვერ მოახდენს გამოძიებაზე შედეგს. ვინაიდან უკვე ცნობილი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩამწერი მოწყობილობა იყო დაზიანებული. შესაბამისად ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი რაიმე ეფექტურ გავლენას გამოძიებაზე ვერ მოახდენს. ჩანაწერები ან არის დაზიანებული და განადგურებული, ან ჩამწერი მოწყობილობა იყო განადგურებული და დაზიანებული, ან უბრალოდ გამორთული იყო ეს სათვალთვალო კამერები ზუსტად დანაშაულის დროს“,-განუცხადა „რუსთავი 2“-ს ჩოფიკაშვილმა. შეგახსენებთ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი თანამდებობიდან გატავისუფლდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)