|
2017-07-19 18:24:45, 2436 ნახვა
სამართალი
საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა
იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ესწრებოდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები; საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საპროკურორო საბჭოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის I ნახევარში უწყების მუშაობის შედეგები გააცნო. როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, ამ პერიოდში დამტკიცდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სრულყოფისათვის, დაინერგა ახალი სასწავლო პროგრამები; ჩატარდა არაერთი მასშტაბური პრევენციული ღონისძიება და დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა; პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. ირაკლი შოთაძემ ისაუბრა პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს, შედეგების შესახებაც და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, ასევე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე; იმ საქმიანობაზე, რასაც უწყება დანაშაულის პრევენციის მიზნით ახორციელებს. მთავარმა პროკურორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოჯახური, აგრეთვე, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს; ისაუბრა ტრეფიკინგისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შედეგებზე. ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურორთა შეფასების სისტემის და ეთიკის კოდექსის შესახებ, რომელიც იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე წლის 25 მაისს დაამტკიცა; ისაუბრა საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობასა და სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე, მოხსენების შემდეგ კი საპროკურორო საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხა. მთავარი პროკურორის ანგარიშს საპროკურორო საბჭო 6 თვეში ერთხელ ისმენს. საპროკურორო საბჭო 2015 წლის შემოდგომაზე პროკურატურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. რეფორმის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. პროკურატურის რეფორმის მიზანი უწყების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა, და საქართველოს პარლამენტისათვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მოქმედი საპროკურორო საბჭო 14 წევრისაგან შედგება და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)