04:38 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 14:52:37, 2348 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოხალისეთა მიღებას იწყებს

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს.   

როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დევნილი მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიწოდების მიზნით, სააგენტო 72 მოხალისეს აიყვანს. 

„ შერჩეულ მოხალისეებს  დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული პროგრამების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ. რის შემდეგაც მოხალისეები სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ 8000-მდე დევნილ ოჯახს პირადად შეხვდებიან  და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს  გააცნობენ.

საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 23 ივლისამდე გრძელდება. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე. შერჩეული მოხალისეები მუშაობას აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებენ და მათი შრომა ანაზღაურდება.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს,  საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში, პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA უწევს“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ განცხადებაში.  

 (NS)

 

 

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics