|
2017-07-19 12:55:25, 2654 ნახვა
სამართალი
საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელების გაგზავნა, შესაძლოა, მომავალი წლიდან მოხდეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ე.წ. ფარული პოლიციელების ინიციატივასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხილვა უკვე მიმდინარეობს. „რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვს დაინტერესება ჩვენი მხრიდან ამ ტიპის მხარდაჭერით ისარგებლოს. ვმუშაობთ კოლეგებთან, რადგან საჭიროა ამ ხალხის ტრენინგები და მომზადება. სრულფასოვანი სისტემა უნდა მომზადდეს. მას შემდეგ რაც კანონი განიხილება და ტექნიკურადაც ყველაფერს განვახორციელებთ, მომავალი წლიდან იქნება საშუალება, იმ ქვეყნებში, სადაც ამის საჭიროებაა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით შედარებით მეტი პრობლემაა, ატაშეების გარდა „ფარული პოლიციელები“ მივავლინოთ“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. ხუციშვილი „ფარული პოლიციელების“ ინიციატივაზე “ამბასადორიალის“ ფარგლებში დღეს ქართველ დიპლომატებს მიაწვდის ინფორმაციას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)