23:42 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 10:11:04, 342 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს  დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე  საქართელოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის  წევრები წარუდგინა.

ცერემონიას საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრი  თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსი  დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელარუსში  დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მაოდგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის  მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს  ბელარუსის სახელმწიფო  დელეგაციის წევრები გააცნო: ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინსიტრი ვლადიმერ მაკეი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი,სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრინ მიხაილ ჟურაკოვი და  მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი.

ოფიციალურ ცერემონიალზე საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics