03:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 16:06:01, 2334 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს

თურქეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის  ჯანდაცვის მინისტრის რეჯებ აკდაღის ოფისი საქართველოს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს უშუალოდ კურირებს.

რაც შეეხება დაშავებულების მკურნალობის დაფინანსების საკითხს, უწყების ცნობით, ამ მიმართულებით  ქვეყნებს შორის არსებობს ხელშეკრულება, სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსების შესახებ.

„ამ დროისთვის 25 ბავშვი უკვე საქართველოშია. 5 მგზავრი თურქეთის კლინიკებში განაგრძობს მკურნალობას. დაშავებულები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ  მიქელაძემ ადგილზე მოინახულა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics