|
2017-07-14 15:16:30, 2319 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მიგრაციის მართვის უნიკალური ქართული მოდელის მიმართ საერთაშორისო ინტერესი სულ უფრო იზრდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს. სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა პანელზე − ევროპული დღის წესრიგიდან „მიგრაციის გლობალური შეთანხმებისკენ". იუსტიციის მინისტრმა ის გზა მიმოიხილა, რომელიც საქართველომ წარმატებული საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაიარა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პროგრესი მიგრაციის მართვის სფეროში განსაკუთრებით ნათელი 2013 წლიდან გახდა. იუსტიციის მინისტრის თქმით, წარმატებული საემიგრაციო პოლიტიკის საუკეთესო შედეგი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) წარმატებით დასრულებაა, რამაც შესაძლებელი გახადა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა; თუმცა, ეს მხოლოდ ერთი, წარმატებით დასრულებული ეტაპია. დღეს საქართველოს ახალი გამოწვევა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიანი განხორციელებაა. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მიგრაციის პოლიტიკის მართვისათვის აქვს ორი ძირითადი ინსტრუმენტი: მიგრაციის სამთავრობო კომისია და მიგრაციის ახალი სტრატეგია. მიგრაციის სახელმწიფო კომისია მოქნილი, მარტივი და ზედმეტი ბიუროკრატიისაგან დაცლილი ინსტრუმენტია და უზრუნველყოფს საკითხის რეგულაციაში ჩართული ყველა უწყების კოორდინირებულ მუშაობას; მიგრაციის სტრატეგია კი, რომელიც საქართველომ 2015 წელს მიიღო, მიგრაციის მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საერთაშორისო მიგრაციული პროცესებისა და პოლიტიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს − ქმნის ისეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაახლოებას, ხელს უწყობს რელიგიური, კულტურული და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას; იცავს მიგრანტთა უფლებებს, ზრდის საქართველოს მოქალაქეებისათვის ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობებს; ხელს უწყობს დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციას. როგორც მინისტრი აღნიშნავს, მიგრაციის მართვის სფეროში წარმატებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველო აღარ არის მხოლოდ „მსმენელი", მხოლოდ გამოცდილების „მიმღები" მხარე მიგრაციის საერთაშორისო ფორუმებზე; ის პროცესების აქტიური მონაწილეა, როგორც უნიკალური მექანიზმისა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა მიგრაციის მართვის სფეროში; მიგრაციის მართვის ქართული მოდელი კი სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო ინტერესის საგანი. საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა − რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ბათუმში იმართება და მასში საქართველოს, ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. (NS)
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)