|
2017-07-14 13:39:52, 3464 ნახვა
სამართალი
ოთარ აბესაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღნიშნა, პატიმრობის შეფარდების მიზეზი მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეა. დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 31 აგვისტოს 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აბესაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)