|
2017-07-11 16:17:07, 2004 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ბრატისლავას პროფესიული სკოლის დირექტორს მარია კატრენიაკოვასა და ამავე სკოლის წარჩინებულ სტუდენტს მიქაელა მაგდალენა ტიჩას შეხვდა. სტუმრები საქართველოში პროექტის ,,ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში იმყოფებიან. ეს პროექტი ქართული პროფესიული სკოლებისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის ორგანიზებით პროექტის "ევროპელი მასწავლებელი" ფარგლებში 10 პროფესიული სკოლის მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (მიმართულება: სასტუმროს მენეჯმენტი, მშენებლობა, კულინარია) მაისის ბოლოს ვიზიტით სლოვაკეთში, ბრატისლავაში იმყოფებოდა. ისინი სლოვაკური პროფესიული სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ დირექტორებს, სტუდენტებს, პედაგოგებსა და მათი გამოცდილებები გაიზიარეს. პროექტი ICMPD- მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდჭეერით ხორციელდება. ეს არის ამ პროექტის პირველი წარმატება, იწყება პირველი ურთიერთობები სკოლებს შორის, ისახება პირველი გეგმები, გაცვლითი პროგრამები, სკაიპ გაკვეთილები. ქართველი მასწავლებელები და სტუდენტები ევროპელი კოლეგების გამოცდილებას გაიზიარებენ. სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ და სლოვაკურ პროფესიულ სკოლებს შორის სამომავლო გეგმებსა და პერსექტივებზე ისაუბრეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)