22:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 14:38:19, 519 ნახვა

პოლიტიკა
გურჯაანის გამგეობაში წიწილებიანი კვერცხები ისროლეს

გურჯაანში "ქართული ოცნების"  მომხრეებსა და " ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გურჯაანის  გამგეობის შენობაში დაპირისპირება მაშინ დაიწყო, რაც ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მივიდნენ და  გაზეთები მიიტანეს, სადაც მათი თქმით,  გამგეობაში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებზეა საუბარი. "ქართული ოცნების" აქტივისტებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კვერცხები დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ ზიგიერთი მათგანი წიწილიანი იყო.

"ღვინიაშვილმა თვითონ ჩაირტყა თავში კვერცხი",-განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა აქტივისტმა.

"ბიძინა ივანიშვილო, ირაკლი ღარიბაშვილო, ვერც საკრებულოს ბლოკირებით, ვერც საგნების სროლით ვერ გააჩერებთ ამ ბრძოლას, რომელმაც თქვენს ხელისუფლებას წერტილი უნდა დაუსვას და საქართველოს უკუსვლა უნდა შეაჩეროს",-აღნიშნა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა,  გიორგი ღვინიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics