20:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 20:10:07, 1905 ნახვა

საზოგადოება
„რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს მთლიანობა“- შესაბამისი პეტიცია მომზადდა

სოციალურ ქსელში  პეტიცია მომზადდა. პეტიციის ავტორი ითხოვს,  რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. პეტიციას ამ დროისთვის 1701 ხელმოწერა აქვს:

„ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.

შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.

ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:

"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".

ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.

აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics