|
2017-07-10 18:22:19, 913 ნახვა
რეგიონი
ზესტაფონში ახალი პროფესიული კოლეჯი აშენდება
სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება. ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია “m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, სამინისტროსა და m2-ის შვილობილ კომპანია BK Construction შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებასა და განვითარებას გულისხმობს. ახალი კოლეჯი, დუალური საგანმანათლებლო პროგრამებით წელიწადში 200-ზე მეტ სტუდენტს მოამზადებს და მსურველებს ასევე შესთავაზებს 20-ზე მეტ მოკლევადიან პროფესიულ კურსს საინჟინრო მიმართულებით. კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელი სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც უმასპინძლებს. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს, რომელიც m2-ის ობიექტებზე ჩატარდება. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაც m2 და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობაზე დაასაქმებს. „დღეს m2-მა და განათლების სამინისტრომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, ქალაქ ზესტაფონში პროფესიონალური საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაზე. ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენს შვილობილ კომპანიასთან, სამშენებლო კომპანია BK Construction-თან ერთად. პროექტი გულისხმობს შესაბამისი საგანმანათლებლო ცენტრების აშენებას და მის აღჭურვას. სავარაუდოდ, სამუშაოები დასრულდება წლის ბოლოსკენ. მანამდე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი პროგრამების გაწერაზე და სავარაუდოდ, წლის ბოლოს უკვე მზად ვიქნებით, რომ პირველი ნაკადი მივიღოთ. ჩვენთვის ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ არის ბაზარზე საკმაოდ სერიოზული ნაკლებობა პროფესიონალი კადრების. ეს კოლეჯი დაახლოებით 200-მდე კვალიფიციურ მუშახელს მოგვიმზადებს. მათი უმეტესობა დასაქმდება m2-ის ობიექტებზე. შესაბამისად, ამ პროექტს ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი, რომ იქმნება ბაზა, სადაც მოხდება შესაბამისი კადრების მომზადება და მათი კვალიფიკაციის დონის ამაღლება, ხოლო მეორე ისა, რომ იქნება სამუშაო ადგილები ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში იქ მომზადდებიან“,-განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე „m2“-ისთვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კომპანიის მიზანს საკუთარ პროექტებში მხოლოდ პროფესიონალების დასაქმება წარმოადგენს, რასაც ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაც შეუწყობს ხელს.
®
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)