20:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-10 16:07:41, 2105 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა კახეთში რეინოლდ მესნერს უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  კახეთში  მსოფლიოში ცნობილ ალპინისტსა და მრავალი წიგნის ავტორს რეინოლდ მესნერს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა რეინოლდ მესნერს ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე  ინფორმაცია  მიაწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთის კურორტების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ მათი განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ცნობილი ისეთი მთამსვლელის რეკომენდაციები, როგორიც რეინოლდ მესნერია.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთის კურორტებით მესნერის დაინტერესება მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავიამ რომ მსოფლიოში პირველი მთამსვლელი რეინოლდ მესნერი, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო და დალაშქრა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი, კახეთის გარდა სვანეთს, თუშეთსა და ყაზბეგს ეწვევა.  

რეინოლდ მესნერმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო.

მას გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics