15:23 - 12 Jun, 2026
|
2017-07-07 16:50:02, 2507 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი წევრი სოსო ელიზბარაშვილი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე პატრიარქის დაცვის ყოფილი თანამშრომელი სოსო ელიზბარაშვილი დაიკითხა. მედიის წარმომადგენლებმა ელიზბარაშვილთან გასაუბრება სცადეს, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. უცნობია, კონკრეტულად რა საკითხზე დაიკითხა სოსო ელიზბარაშვილი და რა ჩვენება მისცა მან სასამართლოს. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება. დღევანდელ პროცესზე უკვე დაკითხულია 10-მდე მოწმე, მათ შორის საპატრიარქოს ოქრომჭედლები, რომლებმაც ჩვენებაში აღნიშნეს, რომ პრაქტიკაში ციანიდი არასდროს არ გამოუყენებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)