|
2017-07-07 13:52:41, 2290 ნახვა
სამართალი
მიხეილ თათარიშვილის მამა: ნეტავ საქართველოში ყველა მოსამართლე გაბედავდეს იმას, რაც გიორგი დარახველიძემ გაბედა
მიხეილ თათარიშვილის მამა ლადო თათარაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი შეფასებით მოსამართლემ ადეკვატური და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ თათარიშვილის მამა მოსამართლეს და ადვოკატ ირმა ჭკადუას გამბედაობისთვის მადლობას უხდის. "ნეტავ საქართველოში ყველა ადვოკატი იყოს ისეთი გამბედავი, როგორც ქალბატონი ირმა ჭკადუაა და ასევე ნეტავ ყველა მოსამართლე გაბედავდეს იმას, რაც ბატონმა გიორგი დარახველიძემ გაბედა. ამ ბოლო პერიოდში 5-6 გახმაურებული საქმე იდენტურია. თუ მოსამართლეები ამას გაბედავენ, ხელისუფლების ნება კი ის იქნება რომ დამნაშავეებმა რეალურად აგონ პასუხი, ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაიხურება", - აღნიშნა ლადო თათარაშვილის. ასევე მედიასთან კომენტარი თავად მიხეილ თათარიშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ცნობისთვის, ნარკოდანაშაულის საქმეზე ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)