|
2017-07-06 21:23:56, 2223 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ხურციძის წერილი ციხიდან - „ამდენ მკვლელებში და ნარკომნებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ“
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის მეგობარი მერაბ დვალიშვილი, ავთანდილ ხურციძის ციხიდან მიწერილ ელექტრონულ წერილს ასაჯაროებს. წერილი დვალიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ხურციძემ აღნიშნულ წერილში ყველა გულშემათკივარსა და მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა და დვალიშვილს წერილის გასაჯაროების უფლება მისცა. „მადლობა თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ავოიე, ქუთაისი ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე, ჰა ჰა ჰა. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომნებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, ჰა ჰა ჰა, გამოვეცხადე ანჩისხატივით, ჰა ჰა ჰა, აბა მშვიდობით“, - წერს ხურციძე. ცნობისთვის, წერილი ავთანდილ ხურციძემ ნიუ იორკში მცხოვრებ მეგობარს ცოტა ხნის წინ გამოუგზავნა სპეციალური ელექტრონული სისტემით CorrLinks, რომელიც პატიმრებს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას ოფიციალურად აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)