20:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 18:14:49, 2869 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვენ

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროპარლამენტს თხოვნით მიმართავენ, რომ 3 ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვას პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა 49-ე მუხლის თანახმად უნდა მიიღოს, რომელსაც ევროკავშირი ითვალისწინებს.

მოლდოვას პარლამენტის ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებას ხელი მოლდოვას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და უმაღლესი რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ მოაწერეს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ქვეყნები ევროპარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ითხოვენ.

"შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ეს იქნება სტიმული, რათა დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს სურს იყოს მტკიცე პარტნიორი თავისი მოკავშირეებისთვის, კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამის შესაძლებლობას, სწორედ ეს გადაწყვეტილება მისცემს", - ნათქვამია მოლდოვას პარლამენტის განცხადებაში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" საქართველოს პარლამენტს დაუკავშირდა, თუმცა მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics