17:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 17:18:40, 2428 ნახვა

საზოგადოება
მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება

 სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს. მალე ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.

ის ადგილი, სადაც  იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა.

მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ  მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება.

მარტვილის იუსტიციის სახლი მე-20 იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღიესათვის, იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics