|
2017-07-05 15:04:59, 2510 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქის მეუღლემ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ თუბა ჩაბუქიმ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. ჩაბუქის მეუღლის განცხადებით, მისი ქმრის დაკავების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით იგი გამუდმებით იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს, მისთვის უცნობი პირებისგან. "მუქარის გზავნილებს ადრეც ვიღებდი, თუმცა ბოლო პერიოდში ამან უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. განადგურებით მემუქრებიან. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ახლა მეუღლეც არ მყავს გვერდით, ამიტომ ძალიან მეშინია - აცხადებს მაუწყებელთან საუბრისას მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი. ჯერჯერობით უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა ჩაბუქების ოჯახის მოთხოვნას დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)