20:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-05 09:42:59, 2147 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ჩემი სტილი არ არის, რაღაც ხრიკით რაღაც პროცესი შევაჩერო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ისეთი ხრიკების გამოყენება, როგორც ვადაზე ადრე გადადგომაა, არასწორია.

„არ მჯერა, რომ პოლიტიკა ასეთი ხრიკებით უნდა იქნას განპირობებული“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, შეკითხვას - „რამდენად შეიძლება პრეზიდენტმა მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო პროცესის შესაჩერებლად“.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკაში არის ხრიკები, მაგრამ არ სჯერა, რომ პოლიტიკა ასეთი ხრიკებით უნდა იყოს განპირობებული.

„ეს ჩემი სტილი არ არის და სწორად არ მიმაჩნია, რომ რაღაც ხრიკით რაღაც პროცესი შევაჩერო,“ - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics