|
2017-07-04 15:09:32, 2250 ნახვა
სამართალი
გიორგი ფანცულაია: ექსპერტებმა დაკითხვისას თქვეს, რომ ნატრიუმის ციანიდის უპირველესი დანიშნულება ოქროს გამოყვანაა
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითხა რამდენიმე ექსპერტი, რომლებმაც ნატრიუმის ციანიდზე ქიმიური კვლევები ჩაატარეს. მისი თქმით, ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ აღნიშნული ნივთიერების უპირველესი დანიშნულება ოქროს გამოყვანაა. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში სწორედ ოქრომჭედლობისათვის ციანიდის გამოყენებაზე მიუთითებდა. შესაბამისად, ადვოკატის განმარტებით, გამოძიებას უნდა ემუშავა იმ ვერსიაზეც ნატრიუმის ციანიდი მართლა ოქრომჭედლობისთვის გამოიყენებოდა თუ არა. „დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს კვლევები იმ ნივთირებაზე, რომელიც გიორგი მამალაძეს ჩაუდეს და რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ იყო ნატრიუმის ციანიდი. მათ თქვეს რომ ამ ნივთიერების უპირველესი დანიშნულებაა ოქროს გამოყვანა. ამ ნივთიერების უმთავრესი ფუნქცია ეს იყო. გიორგი მამალაძემ გამოძიებას 60 ფურცელზე მეტი ჩვენება მისცა. ბრალდებულისთვის შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო, დუმილი გამოეყენებინა, მაგრამ მან იმიტომ მისცა ჩვენება, რომ ამ ჩვენებით ჩაეტარებინათ რეალური კვლევაა გამოძიება პროკურატურაში. გიორგი მამალაძე ჩვენებაში ამბობდა, რომ „მე ვფიქრობდი შორენა, როცა მთხოვდა, ოქროსმჭედლობისთვის სჭირდებოდაო“. არცერთ ექსპერტს გამოძიებამ ერთი კითხვა არ დაუსვა. გამოძიების კვლევის პერიოდში თუ იყო შესაძლებელი აღნიშნული ნივთიერება მართლაც ყოფილიყო ოქრომჭედლობისთვის გამოყენებული. ეს პირდაპირ მიუთითებს თუ რა წინასწარ დაკვეთილ ერთადერთ ვერსიაზე მუშაობდა გამოძიება“,-აღნიშნა ფანცულაიამ და დასძინა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ბარგში ნივთიერება ციანიდი ჩაუდეს. თუმცა, ადვოკატის თქმით, როცა გამოძიება ექსპერტს სთხოვს გადამოწმოოს ნატრიუმის ციანიდი სჭირდებოდა თუ არა ბრალდებულს მოსაწამლად, ასევე ვალდებული არიან გადაამოწმონ ის ვერსია მართლა გამოიყენებოდა თუ არა ციანიდი ოქრომჭედლობისთვის. ამასთან, ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა ვიდეომასალასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალები დაადასტურეს. "მაშინ როდესაც საუბარია მარილზე გაშვებაზე და იქ ეს წინადადება იკითხება ასე, რომ შორენა მარილზეა გასაშვები, ვინაიდან მასზე აქვს ნაწინასწარმეტყველები მამა გაბრიელს, რომ ის გაგიჟდება და საპატრიარქოში არ შეუშვებენ. სიტყვა მარილი სწორედ ამ წინადადებაში იყო. ჩვენ დავუსვით შეკითხვა ხომ არ არის წყვეტა სიტყვა მარილსა და წინასწარმეტყველებას შორის და მათ თქვეს, რომ ეს არის ერთი წინადადება. მათ შორის არანაირი წყვეტა არ არსებობს და სიტყვა მარილი თავიდან ბოლომდე გამოიყენებოდა იმ შინაარსისთვის, რომ შორენა თეთრუაშვილს აუხდება მამა გაბრიელის სიტყვები და არ შეუშვებენ საპატრიარქოში და ამ სახით იქნება მოშორებული საპატრიარქოდან",-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)