|
2017-07-03 15:22:42, 2129 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგის მიხედვით, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაა. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი თქმით, თავად კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს, თუმცა კოლეგებს სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, გარკვეულ წინადადებებს შესთავაზებს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა. მაქვს გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც კოლეგებს შევთავაზებ. იმ საკითხს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დანიშნოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დღეს ვერ გადავწყვეტთ, ვინაიდან საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად საბჭოს კომპეტენციაა სწორედ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა. ამიტომ,ბუნებრივია, დღეს ვერ შევცვლით ამ პროცედურებს, თუმცა შესაძლებელია, პროცედურების გარკვეული დახვეწა მოხდეს. ვფიქრობ, გასაუბრების პროცესი გასაუმჯობესებელია და ამის შესახებ შევთავაზებ მოსაზრებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს“,-აღნიშნა ჯანეზაშვილმა. სხდომის დაწყებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ და მათ წარმატებები უსურვა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა გვაქვს, მაგრამ დასახვეწია მუშაობა, მეტი მოქნილობა გვჭირდება და გვჭირდება მეტი კომუნიკაცია მედიასთან“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ. დღის წესრიგით სულ 4 საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)