15:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 14:38:11, 2028 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. ელიავას ბაზრობის მეორე სექტორის მფლობელი: ჩემს სექტორში 12 მაღაზია დაიწვა

ე.წ. ელიავას ბაზრობის მეორე სექტორის მფლობელის, ქეთევან ლოლაძის ინფორმაციით, მის სექტორში განთავსებული 32 მაღაზიიდან 12 დაიწვა.

როგორც ქეთევან ლოლაძემ აღნიშნა, შენობა დაზღვეულია და ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

„ძალიან განვიცდი. ჩვენ ერთი ოჯახივით ვართ. ეს ჩვენი ბიზნესი და შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა მფლობელმა.

ლოლაძის თქმით, მისი თხოვნაა,  სახელმწიფომ დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.

შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics