22:31 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:49:15, 437 ნახვა

პოლიტიკა
კახი კალაძე: ყველა ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომის თაობაზე მედიის მეშვეობით შეიტყო.
მისივე თქმით,  მთავრობაში ცვლილებები ნორმალური პროცესია.
"ამ ცვლილებასთან დაკავშირებით პირველად თქვენგან გავიგე როდესაც აქ მოვდიოდი. ვფიქრობ, ზოგადად ცვლილებები მთავრობაში ნორმალური პროცესია.ხდება ხოლმე.ყველა ცვლილება არის სწრაფვა უკეთესობისკენ",-განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით მიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics