|
2017-07-01 23:23:26, 2488 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: ჩვენმა გუნდმა კახი კალაძის სახით ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა
ჩვენმა გუნდმა ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა კახი კალაძის სახით, რომელიც გააგრძელებს იმ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა. დედაქალაქის მოქმედმა მერმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა მერის პოსტის დსაკავებლად ღირსეული კანდიდატი შეარჩია. „თბილისის მერის პოსტი ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიციაა. ჩვენმა გუნდმა ძალიან ღირსეული კანდიდატი წარადგინა კახი კალაძის სახით, რომელიც გააგრძელებს იმ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ჩვენმა გუნდმა დაიწყო ჩვენს ქალაქში და ის დაძლევს იმ უამრავ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქალაქი მუდამ დგას ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება წარმატებული მერი და მას ექნება ყველას მხარდაჭერა და მათ შორის, მე ვადასტურებ ჩემს ძალიან დიდი მხარდაჭერას მისი კანდიდატურის მიმართ. ის არის ჩემი მეგობარი და მიხარია, რომ ჩემი მეგობარი და ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი დასახელდა მერობის კანდიდატად“, - განაცხადა ნარმანიამ.
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)