13:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 19:05:01, 1958 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აჭარის სამმართველოს უფროსი გიორგი ქაშიბაძე, ქალაქ ბათუმის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები გააცნეს. 

განიხილეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის არსებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა აჭარაში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ.

ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება ვეტერანებისთვის. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით ბათუმში მცხოვრები ვეტერანები გაზით და შუქით უფასოდ სარგებლობენ. საუბარი შეეხო ზემო აჭარაში ვეტერანთა პროგრამების შესახებ ინფორმაციის წვდომის გაზრდას და ამ მიმართულებით დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზებას.

შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics