|
2017-06-29 19:09:12, 2197 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ყველას კონსენსუსისკენ მოგვიწოდებს, ოპოზიცია კი, რეფორმის ჩაშლას ითხოვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩიხურ სიტუაციასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებას ეთანხმება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ყველა პოლიტიკურ ძალას კონსენსუსისკენ მოუწოდებს, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის ჩაშლას ითხოვენ. "ოპოზიციურმა პარტიებმა თავიდანვე აირჩიეს ურთიერთობის ისეთი გზა, რაც იმთავითვე გამორიცხავდა კონსენსუსის შესაძლებლობას და სწორედ ამის გამოა, რომ ისინი დღეს შეთანხმებაზე მოწოდების შემდგომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. არ შეიძლება აქვე არ აღინიშნოს, რომ ტყუილებსაც არ ერიდებიან და აცხადებენ, რომ პროექტის შეცვლილი ვერსია იქნა მიღებული. რეალურად მიღებული იყო სიტყვა-სიტყვით იგივე დოკუმენტი, რაც მოიწონა ვენეციის კომისიამ. უფრო მეტიც, გათვალისწინებულია მათი პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია. ერთადერთი ცვლილება შეეხო გარდამავალ დებულების კონკრეტულ მუხლს - არა პროპორციულ არჩევნებს, არამედ მის ერთი ვადით გადაწევას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)