|
2017-06-29 18:33:46, 2101 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ „OLAF“ დელეგაციას ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. ალექსანდრე ბარამიძემ ჯოვანი კესლერს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული ანტიკორუფციული რეფორმები გააცნო. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაციას ანტიკორუფციული საბჭო ახორციელებს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ეფექტური საქმიანობის შედეგია, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი ქვეყნის პოზიციებს. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, 4 პოზიციით გააუმჯობესა მონაცემები და ის მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა; ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრის მონაწილეებს ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომლებიც ანტიკორუფციული პოლიტიკის ნაწილია, კერძოდ: საჯარო სამსახურის რეფორმა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; მამხილებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვებში გამჭვირვალობის გაზრდა; ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციის ეფექტური მონიტორინგი; პროკურატურის რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა, ელექტრონული საგრანტო კონკურსები და სხვა. ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ევროკომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სტრუქტურაა, რომლის მიზანი ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების პროცესში ბიუჯეტური თანხების ხარჯის კონტროლია, რასაც უწყება პარტნიორი ქვეყნების ანტიკორუფციულ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)