ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. 

" />
10:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:13:17, 1930 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია კაპიტალურად შეკეთდა

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა გუდამაყრის ქ. #4-ში, წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები და ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო 1935 კვ.მ ფართობზე. საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

„ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკის პაციენტებისა და პერსონალისთვის, ისე შენობის მეორე ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის. შენობაში 120 ოჯახი ცხოვრობს - დევნილები და სოციალურად დაუცველები. დღეიდან მათი საცხოვრებელი გარემო ბევრად გაუმჯობესდება. ასევე ვგეგმავთ პროექტის მეორე ნაწილის განხორციელებას და დარჩენილი წრიული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

კარდიოლოგიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 000 ლარი გამოიყოფა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics