|
2017-06-23 20:59:34, 2275 ნახვა
სამართალი
სახაზინო ადვოკატი: ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ შეიძლება პატრიარქის მკვლელობაც იგეგმებოდა
„ირაკლი მამალაძემ ვერ დაადასტურა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა და ჰიპოთეტურად თქვა, რომ შეიძლება იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა“,-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც ბრალდების მხარის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე დაიკითხა. მისივე თქმით, ირაკლი მამალაძე ბრალს ეწინააღმდეგება და სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას აძლევს. „ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ მე არ ვიციო, შეიძლება პატრიარქის მკვლელობასაც გეგმავდაო. ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ იცის არაფერი, რა იგეგმებოდა. ის ბრალს ეწინააღმდეგება. გიორგი მამალაძეს ბრალი აქვს წარდგენილი იმაში, რომ ის გეგმავდა თეთრუაშვილის მკვლელობას. აღნიშნული ვერ დაადასტურა და ჰიპოთეტურად თქვა, რომ შეიძლება, იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა, ან სხვა ვინმეს მკვლელობა“,-განუცხადა მამალაძის სახაზინო ადვოკატმა „ექსპრესნიუსს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)