|
2017-06-23 20:46:43, 2381 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ირაკლი მამალაძის ჩვენება არაფერში გამოდგება, მან ვერცერთი ფაქტი დაადასტურა
მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდების მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ სასამართლოს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. როგორც მან პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი მამალაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებასთან არსებით წინააღმდეგობაშია. პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ ირაკლი მამალაძემ შორენა თეთრეუაშვილის მკვლელობის ფაქტი ვერ დაადასტურა. „მან დაადასურა, რომ მამა გიორგიმ მასთან ახსენა, რომ ის ადამიანის მოკვლას არ გეგმავდა და ვერ განახორციელებდა და დაადასტურა კონკრეტული ფრაზა-„ღმერთმა დაიფაროს, რომ ის ვინმეს მკვლელობას გადაწყვეტს“. აქვე დაადასტურა ის გარემოება, რომ თეთრუაშვილის შესახებ არსებობს მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც შორენა თეთრუაშვილი გაგიჟდება, ის წრეებს დაარტყამს საპატრიარქოს და საპატრიარქოში არ შეუშვებენ. ეს ფრაზა პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ის ვერ დაგეგმავდა. შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ბრალდების დამადასტურებელი რაიმე ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი მამალაძემ, წარმოუდგენელია. მან ვერაფერი დაადასტურა. შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ფაქტი ვერ დაადასტურა, ანგარებით მკვლელობით ფაქტი ვერ დაადასტურა, მოწმის ეს ჩვენება არაფერში გამოდგება“,-აღნიშნა მეხრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)