|
2017-06-21 20:20:59, 2240 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია: კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი დიდი უკულტურობა და არასერიოზულობაა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ღია გამოკითხვის ნებისმიერი ფორმა მისთვის მისაღებია და მოსწონს. თუმცა, ბესელიას თქმით, გამოკითხვის ორი პირდაპირი ფორმის ერთდროულად გამოყენება შეუძლებელია. კერძოდ, ბესელიამ ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პარალელურად, განხილვის სხვა ფორმის გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია. „არასოდეს არც ღია და არც დახურულ ფორმატში არ მითქვამს, რომ ცუდია რომელიმე გამოკითხვის ფორმა და ცუდია პლებისციტით თუ ვეკითხებით მოქალაქეებს, რას ფიქრობენ ისინი. მომწონს ნებისმიერი საჯარო განხილვა, მაგრამ შეუძლებელია გამოკითხვის ორი პირდაპირი ფორმა გამოიყენო ერთდროულად. კონსტიტუციურ განხილვაზე, კონსტიტუცია ამბობს, რომ საერთო-სახალხო განხილვა, ეს არის გამოკითხვის პირდაპირი ფორმა, და ამბობს, რომ ეს არის ის აუცილებელი წესი, რომელიც უნდა გამოიყენო. რასაც თქვენ ამბობდით, რომ საერთო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს და მოდით, პარალელურ რეჟიმში გამოიყენოთ განხილვის ეს ფორმა, მაშინ ვამბობდი, რომ ორივე ამ ფორმის გამოყენება, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია. პოლიტიკური პროცესისთვისაც რთულია. მე რომც ვფიქრობდე ისე დამახინჯებულად, როგორც ეს ვიღაცას ჰგონია, რომ ცუდია გამოკითხვის ეს ფორმა, არც ვიტყვი ამას საჯაროდ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. დეპუტატის განმარტებით, მას ღია გამოკითხვის ნებისმიერი ფორმა მოსწონს და სწორედ ამიტომ თქვა, რომ კონსტიტუციური მონარქიის თემა განხილვად ღირს და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსახლეობამ უნდა მიიღოს: „ამიტომაც ვთქვი კონსტიტუციურ მონარქიაზე, რომელზე ქილიკიც არის უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა. ვისაც უნდა გააგრძელოს ეს ქილიკი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქილიკო თემაა. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე როგორი განსხვავებული და პოლარიზებულიც არ უნდა იყოს აზრები, ის მსჯელობად, განსჯად, დებატებად, განხილვად, დისკუსიებად ღირს და რაც მთავარია, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგან ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სისტემას და მთლიანად მოდელს, დიახ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს, რასაც მოგვიანებით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარეც დაეთანხმა. ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უწმინდესს შეხვდნენ კიდეც. მედიასთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ილია მეორესთან ზოგადი საუბარი ჰქონდათ, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიაზეც.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)