|
2017-06-21 14:22:54, 2433 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
თორნიკე მამალაძე: მამა დავით ჯინჭარაული ცდილობდა „ჩაეკვეხებინა“ კითხვები და ჩემი საუბარი პატრიარქთან გაეწყვიტა
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა, მათი საუბარი პატრიარქთან შეეწყვიტა. როგორც თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, საუბარი უწმინდესთან იწერებოდა. „მე კატეგორიულად ვეუბნებოდი რომ გაჩერებულიყო. მამა დავით ჭინჭარაული ხელსაც მადებდა და მეუბნებოდა, კარგად იქნებაო. საუბარი იწერებოდა“, - აღნიშნა მამალაძემ. დეკანოზის ძმის ინფორმაციით, რამდენიმე სასულიერო პირი ცდილობდა, საუბარი პატრიარქისთვისაც შეეწყვეტინებინათ, თუმცა მამალაძის თქმით, პატრიარქმა ყველაფერი მოისმინა. „უწმინდესმა ბოლომდე მოგვისმინა, მიუხედავად იმისა, რომ მამა დავით ჯინჭარაული ცდილობდა „ჩაეკვეხებინა“ კითხვები და გაეწყვიტა ჩემი საუბარი პატრიარქთან. ჩვენი საუბარი უწმინდესთან იწერებოდა. მათი თქმით, ეს იმისთვის ხდებოდა, რომ ტყუილი არ გვეთქვა. ჩვენ ტყუილის თქმა არ გვჭირდება. პატრიარქმა იგევე პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არაფერი მსმენიაო. მე იგივე პოზიცია მაქვს , რაც მანამდე - პატრიარქს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. საუბარში მიშლიდნენ - მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი, მეუფე ანდრია, მამა კახაბერ გოგოტიშვილი“, - აღნიშნა მამალაძემ. თორნიკე მამალაძის თქმით, პატრიარქმა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეზე ცუდი არაფერი გაუგია, მას ენდობა და მომხდარი საქართველოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული. "მოვითხოვეთ მამა გიორგის ზიარება. პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა და ჭინჭარაულმა გააწყვეტინა. უწმინდესი ჩუმად იყო რომ გაიგო, რომ მამაო 4 თვე ითხოვდა ზიარებას. ცდილობდა მამა დავით ჭინჭარაული, რომ ეთქვა ამაზე - ხვალ, ზეგ ვაზიარებთო. პატრიარქმა ზუსტად თქვა - ეს ყველაფერი საქართველოს დისკრედიტაციაა, მამა გიორგის ვენდობი“, - აღნიშნა მამალაძემ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)